The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ცალუღელაშვილი

ალექსანდრე ცალუღელაშვილი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზარიმგები, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა ხაბაროვსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1973წწ. იყო ქ. ვიაზიმსკის ქირურგი–ორდინატორი; 1973–1977წწ. საოლქთაშორისო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი; 1978–1980წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თორაკალური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1980–1982წწ. თორაკო–აბდომინალური განყოფილების გამგე; 1985 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე განყოფილების სამეცნიერო ჯგუფს, 1997 წლიდან - აბდომინალური კლინიკის ხელმძღვანელი. ავტორია 100–მდე სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის და ელენთის მორფოფუნქციონალური დამოკიდებულება", დაიცვა 1980 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საყლაპავისა და კუჭის პროქსიმალური ნაწილის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფთა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში არსებული დარღვევების პროფილაქტიკა და  პათოგენეზური კორექცია", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.335; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1982-1994 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "რეკონსტრუქციულ - აღდგენითი ოპერაციები ონკოლოგიაში"

გააზიარე: