The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ევლახიშვილი

სერგო ევლახიშვილი
სხვა სახელი:ბრიუნეტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1872
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1946  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის I გიმნაზია, მოსკოვის კონსერვატორია 1896 წელს (ვოკალური).

1896 წლიდან სწავლის კურსი გააგრძელა მილანში, პედაგოგ მ. ვიდალისთან, ამავე წლიდან გამოდიოდა მილანის საოპერო სცენაზე, დებიუტი შედგა 1897 წელს ვალენტინის პარტიით (გუნო "ფაუსტი"); 1897-1898წწ. ფსევდონიმით ბრიუნეტი გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე(ბარიტონი); XIX საუკუნი 90-იან წლებში გამოდიოდა: პერმი, ყაზანი, ხარკოვი, ოდესა, მოსკოვი, პეტერბურგი; თბილისის საოპერო სცენაზე გამოდიოდა ექვსი სეზონი; 1910 წელს საკონცერტო ტურნე გამართა იუჟინთან ერთად; 1911-1914წწ. სათავეში ედგა თბილისის "საოპერო ამხანაგობას"; 1913-1918წწ. იყო ანტრეპრენიორი; 1918-1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; რეპერტუარი: (50-მდე პარტია), დი ლუნა რენატო, რიგოლეტო, ამონასრო, ჟერმონი (ვერდი "ტრუბადური", "ბალ-მასკარადი", "რიგოლეტო", "აიდა", "ტრავიატა"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), კანტი კასკადა (ლეგარი "მხიარული ქვრივი"), სილვიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), მერკუციო, ვალენტინი (გუნო "რომეო და ჯულიეტა", "ფაუსტი"), გრაფი დე ნევერი (მეიერბერი "ჰუგენოტები"), ეშმაკი, ელეცკი, ევგენი ონეგინი, მაზეპა (ჩაიკოვსკი "ქოშები", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"); დადგმები: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 160

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1925 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: