Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ევლახიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის I გიმნაზია, მოსკოვის კონსერვატორია 1896 წელს (ვოკალური). 1896 წლიდან სწავლის კურსი გააგრძელა მილანში, პედაგოგ მ. ვიდალისთან, ამავე წლიდან გამოდიოდა მილანის საოპერო სცენაზე, დებიუტი შედგა 1897 წელს ვალენტინის პარტიით (გუნო "ფაუსტი"); 1897-1898წწ. ფსევდონიმით ბრიუნეტი გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე(ბარიტონი); XIX საუკუნი 90-იან წლებში გამოდიოდა: პერმი, ყაზანი, ხარკოვი, ოდესა, მოსკოვი, პეტერბურგი; თბილისის საოპერო სცენაზე გამოდიოდა ექვსი სეზონი; 1910 წელს საკონცერტო ტურნე გამართა იუჟინთან ერთად; 1911-1914წწ. სათავეში ედგა თბილისის "საოპერო ამხანაგობას"; 1913-1918წწ. იყო ანტრეპრენიორი; 1918-1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; რეპერტუარი: (50-მდე პარტია), დი ლუნა რენატო, რიგოლეტო, ამონასრო, ჟერმონი (ვერდი "ტრუბადური", "ბალ-მასკარადი", "რიგოლეტო", "აიდა", "ტრავიატა"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), კანტი კასკადა (ლეგარი "მხიარული ქვრივი"), სილვიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), მერკუციო, ვალენტინი (გუნო "რომეო და ჯულიეტა", "ფაუსტი"), გრაფი დე ნევერი (მეიერბერი "ჰუგენოტები"), ეშმაკი, ელეცკი, ევგენი ონეგინი, მაზეპა (ჩაიკოვსკი "ქოშები", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"); დადგმები: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 160; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |