შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ევლახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი, ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1950 წელს. 1954 წელს იყო მოსკოვის კომისარჟევსკაიას სახელობის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1960-1968წწ. საქართველოს ტელესტუდიის მთავარი რეჟისორი; 1987 წლამდე მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის რეჟისორი; 1987-2004წწ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის საეკრანო ხელოვნების კათედრის გამგე; სსრკ-ში პირველი ტელეოპერა "გამზრდელის" რეჟისორი(ა. წერეთლის მიხედვით, კომპოზიტორი ნ. გიგაური, დირიჟორი ლ. კილაძე, მუსიკალური რედაქტორი ს. ლაფაური), სატელევიზიო ფილმი-ბალეტი "ჰამლეტი"-ს რეჟისორი(1969, კომპოზიტორი დ. შოსტაკოვიჩი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 160 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |