| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ევლახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სასწავლებელი 1942 წელს; მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრთან არსებული ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი 1950 წელს; ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი 1955 წელს. 1954 წელს იყო მოსკოვის კომისარჟევსკაიას სახელობის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1960-1968წწ. საქართველოს ტელესტუდიის მთავარი რეჟისორი; გადაიღო ქართული სატელევიზიო ფილმები: "გამზრდელი" (1961), "ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), "ანკესი და სეინერი" (1962), "მე თვითონ" (1966), "მიხაი ზიჩი" (1967, უნგრელ. რეჟისორ ი. მატესთან ერთად) და სხვ.; 1968-იდან საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში; 1968-1987წწ. იყო მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის ფერად გადაცემათა სტუდიის მთავარი რეჟისორი; 1987-2004წწ. მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის საეკრანო ხელოვნების კათედრის გამგე; დადგა ტელესპექტაკლები, გადაიღო ფილმ-სპექტაკლები და ფილმები, მ. შ. "ჰამლეტი" (1970, ფილმ-ბალეტი, კომპოზიტორი დ. შოსტაკოვიჩი), "პოეტის დაბადების დღე" (1973), "ოდესღაც კალიფორნიაში", "მარტინ იდენი" (ორივე 1976), "გრძელი დღეების თვე" (1978), "რისხვა" (1979), "ტროპინინები" (1984), "რევოლუციისათვის მოწოდებული" (1986), "პორტრეტი" (1987) და სხვ.; სსრკ-ში პირველი ტელეოპერა "გამზრდელის" რეჟისორი (ა. წერეთლის მიხედვით, კომპოზიტორი ნ. გიგაური, დირიჟორი ლ. კილაძე, მუსიკალური რედაქტორი ს. ლაფაური). გადაღებულია ფილმებში: "უჩინარი იანი" (სტუდენტი, 1942), "შიპკის გმირები" (ვარშინი, 1954) და სხვ. 1960 წელს მიღებული აქვს სსრკ პირველი ხარისხის დიპლომი, ტელეოპერა "გამზრდელის" რეჟისურისთვის. ოპერის მომღერალ სერგო ევლახიშვილის შვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 160; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

