The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ცანავა

დაბადების თარიღი:18 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 

1980–1981წწ. ინტერნატურა გაიარა რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1982–1987წწ. იყო თბილისის II სამედიცინო სასწავლებელში "შინაგან სნეულებათა" პედაგოგი; 1981–1982წწ. მარტვილის რაიონის სოფ. სერგიეთის ამბულატორიის გამგე; 1987–1991წწ. ნეფროლოგი ხელოვნური თირკმლის განყოფილებაში; 1991 წლიდან ნეფროლოგიური განყოფილების ექიმი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის. ნეფროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატრიალური ნატრიდიურეზული ფაქტორის კონცენტრაციისა და Na, K–ატფ–აზის აქტივობის განსაზღვრის კლინიკური გლომერულონეფრიტით დაავადებულებში", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.336


გააზიარე: