The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ცერცვაძე

ნიკოლოზ ცერცვაძე
Date of birth:31 May, 1938
Date of death:12 September, 2020  (at 82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1968 წელს.

1959-1968წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სანიტარული ავიაციის სადგურის ბორტფერშალი; 1968-1970წწ. სამტრედიის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი, შრომის ჰიგიენის ექიმი; 1971-1973წწ. მუშაობდა სანირატიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1973 წლიდან შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. ეპიდემიოლოგი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავთა ინფექციების წყლისმიერი აფეთქებების გაშიფვრა CA ფაგის გამოყენებით", დაიცვა 1983 წელს. 

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.336; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ. 380

Member of Organizations

  • ეპიდემიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • მიკრობიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Share: