შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიკო ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1979-1981წწ. იყო თბილისის მე-10 პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1981-1983წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1987 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ინფარქტის დინამიკაში დაკვირვებისას სისხლის მიმოქცევის მცირე წრის მდგომარეობის შესწავლა რადიოკარდიოლოგიური და კლინიკურ-რენტგენოლოგიური გამოკვლევებით", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.336
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |