The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიკო ცერცვაძე

დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1979-1981წწ. იყო თბილისის მე-10 პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1981-1983წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1987 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ინფარქტის დინამიკაში დაკვირვებისას სისხლის მიმოქცევის მცირე წრის მდგომარეობის შესწავლა რადიოკარდიოლოგიური და კლინიკურ-რენტგენოლოგიური გამოკვლევებით", დაიცვა 1987 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.336


გააზიარე: