შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკარ ეკმალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვაღარშაპატი, სასომხეთი. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1888 წელს (საკომპოზიციო). 1891-1902წწ. თბილისის ნერსეს სემინარიაში დააარსა მამაკაცთა საგუნდო კაპელა; 1893-1894წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და რექტორი; ეკმალიანის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომხური მუსიკის განვითარებაში, ის იყო პირველი პროფესიული სომეხი კომპოზიტორი; მისი თხზულებები: ლიტურგია "პატარაგი" ა-კაპელა გუნდისათვის (1892. გამოიცა 1896, ლაიფციგში, ვენაში), სიმფონია, უვერტიურა, ოპერა-კანტატა "როზას მოგზაურობანი" (1888), საფორტეპიანო პიესები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 162
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |