The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკარ ეკმალიანი

დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1856
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 1905  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვაღარშაპატი, სასომხეთი.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1888 წელს (საკომპოზიციო).

1891-1902წწ. თბილისის ნერსეს სემინარიაში დააარსა მამაკაცთა საგუნდო კაპელა; 1893-1894წწ. იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და რექტორი; ეკმალიანის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომხური მუსიკის განვითარებაში, ის იყო პირველი პროფესიული სომეხი კომპოზიტორი; მისი თხზულებები: ლიტურგია "პატარაგი" ა-კაპელა გუნდისათვის (1892. გამოიცა 1896, ლაიფციგში, ვენაში), სიმფონია, უვერტიურა, ოპერა-კანტატა "როზას მოგზაურობანი" (1888), საფორტეპიანო პიესები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 162



გააზიარე: