The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ელიავა

თემურ ელიავა
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს (საფორტეპიანო), 1987 წელს (ვოკალური).

1988 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი (ვოკალური ფაკულტეტი), 1995 წლიდან აქვე კამერული სიმღერის და ვოკალური ანსამბლის პედაგოგი, 2008 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები, კამერული სიმღერის განხრით: მ. გულორდავა, ა. დარაშვილი, ე. მარტიროსიანი, მ. ქობალიანი; მის რეპერტუარშია, ქართული: რომანსები, საოპერო არიები, ანსამბლები; გასტროლებით იმოგზაურა: რუსეთი, იტალია, ავსტრია, გერმანი, ჩეხეთი, შვეიცარია, ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, სომხეთი, აზერბაიჯანი; ვოკალისტი, პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 162

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - თბილისის II რესპუბლიკური კონკურსი, საუკეთესო კონცერტმაისტერი
  • 1998 - ბიულ-ბიულის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი(ბაქო)
  • 1998 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, (XI საერთაშორისო კონკურსი, მოსკოვი
  • 1998 - დ. ანდღულაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი(ბათუმი)
  • 1995 - თბილისის I რესპუბლიკური კონკურსი, საუკეთესო კონცერტმაისტერი

გააზიარე: