The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ელიოზიშვილი

Other name:მასალსკი  (Pseudonym)
Date of birth:15 November, 1879
Date of death:1 December, 1956  (at 77 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წილკანი, დუშეთის რაიონი (ახ. მცხეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1898 წელს, ელიზავეტგრადის სამხედრო სასწავლებელი 1900 წელს.

სათავადაზნაურო გიმნაზიაში მღეროდა გუნდში(ლოტბარი ზ. ჩხიკვაძე); 1901-1904წწ. გამოდიოდა თბილისის საოპერო წრეში, რომლის სათავეში იდგნენ ზ. და პ. ფალიაშვილები; მისი საოპერო დებიუტი: ვაგნერი(გუნო "ფაუსტი"); 1906-1910წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში პედაგოგ მაზეტისთან(ვოკალი), პარალელურად მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1910-1912წწ. მღეროდა პეტერბურგის "სახალხო სახლში"; სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: 1913-1914წწ. მოსკოვის ს. ზიმინის(მასალსკის ფსევდონიმით), 1915-1916წწ. ჟიტომირის, 1917-1919წწ. კიევის საოპერო თეატრებში, 1919-1948წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; რეპერტუარი ქართული: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), აბდულ-არაბი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ოთარბეგი (იპოლიტოვ-ივანოვი "ღალატი"); სხვა რეპერტუარი: იაგო, რიგოლეტო, ამონასრო, გრაფი დი ლუნა, ჟერმონი (ვერდი "ოტელო", "რიგოლეტო", "აიდა", "ტრუბადური", "ტრავიატა"), ესკამილიო (ბიზე "კარმენი"), ფიგარო (როსინი "სევილიელი დალაქი"), ვალენტინი (გუნო "ფაუსტი"), სკარპია(პუჩინი "ტოსკა"), ტონიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), დემონი (რუბინშტეინი "დემონი"), მაზეპა, ონეგინი, რობერტი, ტომსკი, ელეცკი (ჩაიკოვსკი "მაზეპა", "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "პიკის ქალი"); საოპერო მომღერალი, ბარიტონი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 163

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: