The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ციბაძე

ალექსანდრე ციბაძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 2026  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1967წწ. იყო ბორჯომში სანატორიუმ "ლიკანის" ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ექიმი; 1967-1990წწ. საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კიბერნეტიკის განყოფილების გამგე; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის დირექტორი. ავტორია 123 სამეცნიერო ნაშრომისა კურორტოლოგიასა და ფიზიოთერაპიაში, ბიოფიზიკასა და კიბერნეტიკაში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "Взаимодействие вирусов и клеток на фоне магнитного поля"(Тбилиси, 1992), "ბგერითი სიხშირის მაგნიტური ველის გავლენა ზოგიერთი ვირუსის რეპლიკაციასა და ცხოველმოქმედებაზე"(თბილისი, 1993). გამოცემული აქვს 2 მეთოდური მითითება, ლექსიკონი და 4 სახელმძღვანელო. კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებულთა მკურნალობის კომპლექსში ბორჯომის მინერალური წყლის მომატებული დოზების გავლენა კუჭისა და თირკმელების ფუნქციურ ურთიერთობაზე", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამინდისა და ჰელიოგეოფიზიკურ ფაქტორთა გავლენა სისტემათშორის  ურთიერთობაზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.337; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: