შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ეპიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს(ვოკალური). 1938-1939წწ. იყო საქართველოს რადიოს კაპელის სოლისტი; 1937 წელს მოსკოვის ხელოვნების დეკადის მონაწილე; 1942-1967წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო); დებიუტი შედგა: სოფია (1942, მასნე "ვერთერი"); 1966-1968წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის ილუსტრატორი, პარალელურად 1967 წლიდან თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი); ქართული რეპერტუარი: მარიხი, მარო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ცირა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), პირმთვარისა (ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი"); სხვა რეპერტუარი: ჯილდა, ვიოლეტა (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), მიუზეტა(პუჩინი "ბოჰემა"), ევდოქსია (ჰალევი "რაქილი"), ოლიმპია (ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები"), ლაკმე (დელიბი "ლაკმე"), იოლანტა(ჩაიკოვსკი "იოლანტა"), მარფა (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 164 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |