შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ციბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1990 წელს. 1990–1991წწ. გაიარა ინტერნატურა; 1991 წლიდან კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1993–1999წწ. იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის ექიმი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. სტაჟირება ექოკარდიოგრაფიულ დიაგნოსტიკაში გაიარა ავსტრიაში, ინსბურკის უნივერსიტეტში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ელექტროკარდიოგრაფიული კრიტერიუმების ჰემოდინამიკური, ექოკარდიოგრაფიული და მორფოკარდიომეტრული შეფასება ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.337 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |