The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ციბაძე

დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1990 წელს.

1990–1991წწ. გაიარა ინტერნატურა; 1991 წლიდან კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1993–1999წწ. იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის ექიმი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. სტაჟირება ექოკარდიოგრაფიულ დიაგნოსტიკაში გაიარა ავსტრიაში, ინსბურკის უნივერსიტეტში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ელექტროკარდიოგრაფიული კრიტერიუმების ჰემოდინამიკური, ექოკარდიოგრაფიული და მორფოკარდიომეტრული შეფასება ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.337

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროკავშირის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: