The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2002  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1958წწ. იყო ტყიბულის რაი–საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი–ორდინატორი; 1958–1961წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტი; 1963–1964წწ. თბილისის N17 პოლიკლინიკის ექიმი–უროლოგი; 1964 წლიდან არის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტი, პროფესორი (1985). ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, 10 მათგანი წაკითხულია საზოგადოებათა სხდომებზე. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სასმელი წყლის მნიშვნელობის შესახებ თირკმლის კენჭოვანი დაავადების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში", დაიცვა 1963 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გარეგანი ფაქტორების მნიშვნელობის შესახებ თირკმლის კენჭოვანი დაავადების განვითარებაში", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.338


გააზიარე: