The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ ერქომაიშვილი

არტემ ერქომაიშვილი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 1967  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.

ბავშვობიდანვე დაეუფლა გურული სიმღერების შესრულებას; 1908 წელს მან მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა; ნაკაშიძისგან 1911 წლამდე 2000-მდე საგალობელი ისწავლა, რომელიც 1966 წელს მაგნიტოფონზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილმა, 2002 წელს კი ნოტებზე გადაიღო დავით შუღლიაშვილმა; 1911 წელს სენაკში გააგზავნეს მგალობლად და გალობის მასწავლებლად; 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს მაკვანეთში, ბათუმში, ოზურგეთში; მართავდა კონცერტებს საქართველოსა და სსრკ ქალაქებში; 1929 წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და ლენინგრადში, სადაც სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა; გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე და ინახება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფონოგრამარქივში; 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის კულტ-სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; მისი საავტორო სიმღრებია: "დიდი ხნიდან გაგიცანი", "ბაღია ჩვენი ქვეყანა"; თავის თაობაში იყო ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ლაბორატორიაში ინახება ორი მაგნიტოფონის მეშვეობით მის მიერ 3 ხმაში შესრულებული 108-მდე საგალობლის ჩანაწერი, ძირითადად ამ მასალაზე დაყრდნობით შეგვინარჩუნდა ქართული გალობის "შემოქმედის სამგალობლო სკოლის" ნიმუშები; თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, სრული მგალობელი, ძირითადად ბანი. საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 166

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: