The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ცინცაძე

Date of birth:8 February, 1953  (72 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების სდგილი: ქ. სემიპალატინსკი, ყაზახეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976–1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1980 წლიდან ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის ბრონქული ასთმის იმუნური ძვრების მკურნალობასთან დაკავშირებით. მიღებული აქვს სიგელი საკავშირო ჯანდაცვის მინისტრის პერტროვსკის ხელმოწერით (1974), ჰამალეის საიუბილეო მედალი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმის სხვადასხვა ფორმით დაავადებულთა T და B ლიმფოციტების რაოდენობრივი და ფუნქციონალური აქტიობის გამოკვლევა მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.338

Member of Organizations

  • ცხოველთა დაცვის საზოგადოება, წევრი

Share: