შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972-1974წწ. იყო რუსთავის მედ. სან. ნაწილის ექიმი-ენდოკრინოლოგი; 1974-1977წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინული განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1983წწ. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1992წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მამოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შენაცვლებითი ჰორმონოთერაპიის ეფექტურობა ორსულ ჰონატექტომირებულ მდედრ თეთრ ვირთაგვებში(ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.340 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |