The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ციცხვაია

დაბადების თარიღი:17 მაისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1982-1985წწ. იყო ქირურგ-ორდინატორი ტყვარჩელში; 1985-1987წწ. ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1987 წლიდან ამავე ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის განყოფილების ქირურგი. არის 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1989 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ქირურგიის ინსტიტუტის თორაკალური განყოფილების ქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განმეორებითი ოპერაციები ფილტვის რეზექციის შემდგომი გართულებების დროს", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: