The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუიზა ცომაია

ლუიზა ცომაია
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1947
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 2021  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1973წწ. მუშაობდა ლაგოდეხში; 1973–1979წწ. თბილისის მხედველობადარღვეულ ბავშვთა ბაგა–ბაღში; 1979–1988წწ. თბილისის ბავშვთა მე–3 კლინიკურ საავადმყოფოში; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა თვალის განყოფილების გამგე და პედიატრიის ინსტიტუტის ექიმი ოფთალმოლოგი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სიელმეების, მხედველობის დარღვევების, ახალშობილთა დაკრიოცისტიტების მკურნალობის აქტუალურ საკითხებს ბავშვთა ასაკში. ბავშვთა ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქვედა ირიბი კუნთის ჰიპერფუნქციის კომპლექსური მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.341


გააზიარე: