The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადიკო ერქომაიშვილი

ლადიკო ერქომაიშვილი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ერქომაიშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1897
გარდაცვ. თარიღი:1982  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.

მოღვაწეობა დაიწყო არტემ ერქომაიშვილის გუნდში; თავდაპირველად, 1921-1927წწ. სიმღერებს ასწავლიდა გოგიეთში, გურიანთაში, ნატანებში, ახალსოფელში, რამაც ხალხში პოპულარობა მოუპოვა; პარალელურად ქალაქ ბათუმში ჯერ მელიტონ კუხიანიძესთან მღეროდა კაპელაში, ხოლო შემდეგ ძმის, არტემის; 1935 წლიდან ოზურგეთში სოფელ მაკვანეთის საკოლმეურნეო გუნდს ხელმძღვანელობდა, სარაიონო და საქალაქო ოლიმპიადებზე ამ გუნდმა დიდი წარმატება მოიპოვა; იყო მახარაძის რაიონული კულტსახლის ინსტრუქტორი მუსიკის დარგში, აქ ჩამოაყალიბა მრავალრიცხოვანი გუნდი და მეჩონგურე-მეფანდურეთა ანსამბლი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია რაიონულ ოლიმპიადებზე; ჩამოაყალიბა გუნდები ანასეულში, ექადიაში, ლიხაურში, დვაბზუში, ძაფსახვევ ქარხანაში, ჩაის ტექნიკუმში, პიონერთა კლუბში; სამამულო ომის პერიოდში კონცერტებს მართავდა სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში; 1949 წელს სოფელ შრომაში შექმნა გუნდი, რომელშიც სოციალისტური შრომის გმირი ექვსი ქალი მონაწილეობდა; 1968 წლიდან იყო ქ. მახარაძის რაიონის ხალხური სიმღერა-გალობის სკოლის პედაგოგი; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 166; qwelly.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: