შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ესიპოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. წარმატებით გამოდიოდა ევროპის, აშშ, თბილისის საკონცერტო სცენაზე; 1887 წლის თებერვალ-მარტში კონცერტები გამართა თბილისში; მისი მოწაფე პეტერბურგის კონსერვატორიაში იყო ა. ვირსალაძე - ქართული პიანისტური საშემსრულებლო და პედაგოგიური სკოლის ფუძემდებელთაგანი; მის სხვა მოწაფეთაგან აღსანიშნავია პიშნოვი, ვინც შემდგომ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ანა ესიპოვა იყო თ. ლეშეტიცკის მოწაფე და ცოლი; რუსული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 167
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |