The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ზაირა ვადაჭკორია

ზაირა ვადაჭკორია
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1957  (60 წლის)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1979 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს(გუნდის დირიჟორობა).

1996 წელს დააარსა აჭარის ქალთა კამერული გუნდი და ამავე წლიდან არის გუნდის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; რეპერტუარი, ქართული: ი. კეჭაყმაძე "მამაო ჩვენო", "თავსა უფლად ნურვინ ჰგონებ", "დაღამდება ტყეში ოდეს", "ალნი", "აქედანა და შენამდე", ი. ბარდანაშვილი "მუსიკალური მომენტი", "ფსალმები", "დიმპიტაური", რ. კაჟილოტი საგუნდო მინიატურა, რ. ხორავა "ჩემო ყველავ", "მეგრული ნანა", "სახუმარო", ჯ. ბეგლარიშვილი "Memori", ო. თაქთაქიშვილი "საჭიდაო", ტ. დარჩია "ალილო", "შავჩოხიანო", "წმინდაო ნინო"; მიღებული აქვს საქართველოს დიპლომები, საპატიო სიგელები(1988, 2001, 2004); აკადემიური გუნდის დირიჟორი, მუსიკის ხელოვნების დოქტორი.

დისერტაციის თემა - "იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო ნაწარმოებების ინტერპრეტაციის საკითხისათვის", დაიცვა 2012 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 170


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების მედალი
  • 2010 - "ენა და კულტურა" ქუთაისის კონფერენცია, საერთაშორისო სერტიფიკატი
  • 2010 - საერთაშორისო სერტიფიკატი(ჰარვარდის უნივერსიტეტი)
  • 2003 - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1998 - საგუნდო მუსიკის საერაშორისო კონკურსი(ანკარა-თურქეთი), დიპლომი
  • 1997 - საგუნდო მუსიკის საერაშორისო კონკურსი(ვარნა-ბულგარეთი), დიპლომი, მედალი, სიგელი

გააზიარე: