შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ვარდანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1962 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (მუსიკის თეორია). 1967-1970წწ. იყო საქართველოს რადიომაუწყებლობის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი; 1970-1980წწ. განყოფილების გამგე; 1980-2005წწ. მთავარი რედაქტორი; მუსიკალური გადაცემების ავტორი: მრავალი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შესახებ, მათ შორის: ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ს. ცინცაძე, ზ. ანჯაფარიძე, ა. შვაიცერი, პ. კაზალსი; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 171; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.250 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |