The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ვარდანაშვილი

ლალი ვარდანაშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1962 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (მუსიკის თეორია).

1967-1970წწ. იყო საქართველოს რადიომაუწყებლობის მუსიკალურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი; 1970-1980წწ. განყოფილების გამგე; 1980-2005წწ. მთავარი რედაქტორი; მუსიკალური გადაცემების ავტორი: მრავალი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შესახებ, მათ შორის: ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ს. ცინცაძე, ზ. ანჯაფარიძე, ა. შვაიცერი, პ. კაზალსი; მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 171; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.250

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1995 - ღირსების მედალი

გააზიარე: