შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (საფორტეპიანო). 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1968 წლიდან დოცენტი, პროფესორი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; ატარებდა კონსულტაციებს საქართველოს მუსიკალურ სასწავლებლებში: ბათუმი, გორი, თელავი, ქუთაისი, სოხუმი; რეპერტუარი, ქართული: ნ. გუდიაშვილი საფორტეპიანო კონცერტი, შ. მშველიძე საფორტერპიანო პიესები, ა. შავერზაშვილი პასაკალია და ფუგა, ნ. გაბუნია სონატა N1, დ. თორაძე ტრანსკრიფცია ბალეტ "გორდა"-ს თემებზე, გრ. კილაძე ტრანსკრიპცია ოპერა "ლადო კეცხოველი"-ს თემებზე, ს. ცინცაძე პრელუდიები, ტრანსკრიპცია მისივე ბალეტ "დემონი"-ს თემაზე; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N3, ლისტი N1, 2, შოპენი N1, ჩაიკოვსკი N1, რახმანინოვი N2; გასტროლებით შემოიარა: საქართველოს ქალაქები, მოსკოვი, გერმანი; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 172 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |