The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ვასაძე

დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1984  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (საფორტეპიანო).

1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1968 წლიდან დოცენტი, პროფესორი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; ატარებდა კონსულტაციებს საქართველოს მუსიკალურ სასწავლებლებში: ბათუმი, გორი, თელავი, ქუთაისი, სოხუმი; რეპერტუარი, ქართული: ნ. გუდიაშვილი საფორტეპიანო კონცერტი, შ. მშველიძე საფორტერპიანო პიესები, ა. შავერზაშვილი პასაკალია და ფუგა, ნ. გაბუნია სონატა N1, დ. თორაძე ტრანსკრიფცია ბალეტ "გორდა"-ს თემებზე, გრ. კილაძე ტრანსკრიპცია ოპერა "ლადო კეცხოველი"-ს თემებზე, ს. ცინცაძე პრელუდიები, ტრანსკრიპცია მისივე ბალეტ "დემონი"-ს თემაზე; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N3, ლისტი N1, 2, შოპენი N1, ჩაიკოვსკი N1, რახმანინოვი N2; გასტროლებით შემოიარა: საქართველოს ქალაქები, მოსკოვი, გერმანი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 172

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: