The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ცუცქირიძე

დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1984წწ. იყო ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამწვრობის განყოფილების ექიმი–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი; 1984–1994წწ. დამწვრობის ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986–1990წწ. სსრკ ჯანდაცვის ბიოფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1994 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან დირექტორის მოადგილე. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის. კომბუსტიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Гигиеническое обоснование применения антимикробных материалов для профилактики внутребольничных инфекций у ожоговых больных", დაიცვა მოსკოვში 1992 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.341

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება, წევრი

გააზიარე: