შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ცხოვრებაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სტალინირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1966წწ. მუშაობდა ცხინვალის საოლქო საავადმყოფოში; 1966–1969წწ. იყო თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1970–1972წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიისა და ქირურგიული კათედრის ასისტენტი. ავტორია 72 სამეცნიერო ნაშრომის. ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრძელი ლულოვანი ძვლების ყალბი სახსრებისა და შეუხორცებელი მოტეხილობების დროს ჰომოპლასტიკა მელიცირებული ტრანსპლანტაციებით". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.342 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |