The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ცხოვრებაშვილი

დაბადების თარიღი:20 მაისი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტალინირი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1966წწ. მუშაობდა ცხინვალის საოლქო საავადმყოფოში; 1966–1969წწ. იყო თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1970–1972წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიისა და ქირურგიული კათედრის ასისტენტი. ავტორია 72 სამეცნიერო ნაშრომის. ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრძელი ლულოვანი ძვლების ყალბი სახსრებისა და შეუხორცებელი მოტეხილობების დროს ჰომოპლასტიკა მელიცირებული ტრანსპლანტაციებით".

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.342

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ტრავმატოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი

გააზიარე: