The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ცხოვრებაშვილი

ლალი ცხოვრებაშვილი
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1971–1974წწ. სწავლობდა ი. ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1975–1981წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომეწლი; 1981–1992წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992 წლიდან ქირურგიული ბლოკის გამგე, აღნიშნული ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების თანამშრომელი; 1998 წლიდან არის ასევე ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეპროდუქციის კათედრის დოცენტი. ავტორია 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. რეპროდუქტოლოგი, ქირურგი–ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოთალამუს–ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნქცია გონადებისდისგენეზიის დროს", დაიცვა მოსკოვში 1978 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.342; vipmed.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენდოკრინოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • მეან–გინეკოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: