The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვასაძე

დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1969  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს (სარეჟისორო).

სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში(სამსახიობო ფაკულტეტი); 1941-1944წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1948-1953წწ. იყო სოხუმის ქართული, 1954-1956წწ. მოსკოვის ლიტერატურულ-დრამატული თეატრების რეჟისორი; 1956 წლიდან საქართველოს ტელევიზიის დამფუძნებელთაგანი და ლიტერატურულ გადაცემათა რეჟისორი, პარალელურად, 1958 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მთავარი რეჟისორი; 1961 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და საოპერო სტუდიის დამდგმელი რეჟისორი; საოპერო დადგმები: სოხუმის თეატრი (საკონცერტო შესრულება): ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", თ. შავერზაშვილი "იავნანა", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", რახმანინოვი "ალეკო"; თბილისის საოპერო სტუდია: ზ. ფალიაშვილი "დაისი", დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", ქ. ვ. გლუკი "ორფეოსი და ევრიდიკე" (1963, პირველი დადგმა საქართველო, თბილისი); მსახიობ აკაკი ვასაძის შვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 172; მამულიშვილთა სავანე/ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. -თბ., 1994. -გვ144-145; ენციკლოპედია: საქართველო. ტ.III. -თბ., 2014.-გვ.191-192

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: