| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1941 წელს; მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი - 1948 წელს. 1941-1944წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1948-1953წწ. - სოხუმის ქართული, 1954-1956წწ. მოსკოვის ლიტერატურულ-დრამატული თეატრების რეჟისორი; 1956 წლიდან - საქართველოს ტელევიზიის დამფუძნებელთაგანი და ლიტერატურულ გადაცემათა რეჟისორი, პარალელურად - 1958 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მთავარი რეჟისორი; 1961 წლიდან - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და საოპერო სტუდიის დამდგმელი რეჟისორი. საოპერო დადგმები: სოხუმის თეატრი (საკონცერტო შესრულება): ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", თ. შავერზაშვილი "იავნანა", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", რახმანინოვი "ალეკო"; თბილისის საოპერო სტუდია: ზ. ფალიაშვილი "დაისი", დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", ქ. ვ. გლუკი "ორფეოსი და ევრიდიკე" (1963, პირველი დადგმა საქართველო, თბილისი); მსახიობ აკაკი ვასაძის შვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 172; მამულიშვილთა სავანე/ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. -თბ., 1994. -გვ144-145; ენციკლოპედია: საქართველო. ტ.III. -თბ., 2014.-გვ.191-192; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.148 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

