The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური ვასაძე

იური ვასაძე
Date of birth:31 March, 1935
Date of death:9 September, 2006  (at 71 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1961 წელს (სამსახიობო).

1961-1978წწ. იყო ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1978-1988წწ. მ. თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; რეპერტუარი, ქართული: ვანო, თეოფილე (ა. კერესელიძე "ჯაზომანია", "ალუბლები ყვავიან"), ამბროსი (შ. ჯოჯუა "მეკარე"), ბიძინა (შ. მილორავა "სამი უფროსის მსახური"), დომენტი (გ. ცაბაძე "ბრწყინვალე სამეული"), სიმონიკა (ვ. ცაგარეიშვილი "მზის დაბნელება საქართველოში"), ბუხუტი (ს. ნასიძე "სტუდენტები"), მგელი (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მენშევიკების მინისტრი (ა. შავერზაშვილი "ნინო"), ბაბაჯანა (ლ. აიშვილი "ბაბაჯანას ქოშები"), ევტიხი (შ. ჯოჯუა "სტუმარი და მასპინძელი") გიორგი (ვ. აზარაშვილი "შვიდნი ძმანი გურჯანელნი"), ყვარყვარე (ნ. გაბუნია "ყვარყვარე თუთაბერი"), დონდლო (ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი"); სხვა რეპერტუარი: ვუნდერვუნდი (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), ვახტანგი (ა. დუნაევსკი "გაბზარული ფირფიტა"), პელიკანი (კალმანი "ცირკის პრინცესა"), ცხვირა (მოდუნიო "შავი ურჩხული").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 172; georgianencyclopedia.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.298

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: