შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1979 წელს (საკომპოზიციო, საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს(საკომპოზიციო). 1985-2005წწ. იყო თბილისის N5 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები), 2004 წლიდან თბილისის N4 მუსიკალური სკოლის პედაგოგი(საესტრადო განყოფილება); თხზულებები: მიუზიკლი - საბავშვო "სამი გოჭი" (2009), "საახალწლო ზღაპარი" (2013); სიმფონიურ-ინსტრუმენტული კონცერტები: სავიოლინო (1986), საფორტეპიანო(2014, საყმაწვილო კამერულ ორკესტრთან ერთად); კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო ციკლი (2010, კულტურის სამინისტროს და კომპოზიტორთა კავშირის III პრემია), "ტრანსკრიფცია მ. ბალანჩივაძის თემებზე" (2013, ქუთაისი, II პრემია), საფორტეპიანო ტრიო (2013, ქუთაისი, II პრემია), სიმებიანი კვარტეტი (2006), სავიოლინო სონატა, სავიოლინო პიესები, გუნდები, მათ შორის: "ალილო" (2012, I პრემია საქართველოს კულტურის სამინისტროს და კომპოზიტორთა კავშირის საგუნდო მუსიკის კონკურსი, თბილისი); საბავშვო სიმღერები, მათ შორის: "ძილის პირული", "სამშობლო", "ფლეიტისტი ბუკა" (2012, საქართველოს კულტურის სამინისტროს და კომპოზიტორთა კავშირის საბავშვო სიმღერების კონკურსი, თბილისი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 173 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |