The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ვაშაკიძე

თამაზ ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1979 წელს, სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორია 1993 წელს (საბალეტმაისტერო).

1979-1989წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1989-1992წწ. მოსკოვის ვ. გორდეევის თეატრის "Русский балет" სოლისტი; 1992 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, 1993 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2001 წლიდან დირექტორი; 1999 წელს თბილისში დააარსა "თანამედროვე ცეკვის თეატრი", 2001 წელს დააარსა საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი "ჭაბუკიანი-ბალანჩინი", 2002 წელს ფონდი "ჭაბუკიანი-ბალანჩინი"; 2006 წლიდან იყო ეკატერინბურგის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 2010 წლიდან "Российский государственный цирк" დამდგმელი რეჟისორი; 2010 წლიდან რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი; რამდენიმე წლის მანძილზე იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის, კ. მარჯანიშვილის სახელობის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრებში ბალეტმაისტერი; რეპერტუარი, ქართული: მამია (დ. თორაძე "გორდა"), კრაუნი(გერშვინ-ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), ფიროსმანი (ს. ნასიძე "ფიროსმანი"),ბელადი(ვ. კახიძე "ამორძალები"); სხვა რეპერტუარი: ალბერტი (ადანი "ჟიზელი"), რომეო, პრინცი (ჩაიკოვსკი "რომეო და ჟულიეტა", "მძინარე მზეთუნახავი"), ჭაბუკი (ბალანჩინი "სერენადა"), ბაზილი (მინკუსი "დონ კიხოტი"), შაჰრიარი (ამიროვი "ათასერთი ღამე"), ჭაბუკი(შოპენი "შოპენიანა"), ტიბალტი (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"); მისი დადგმები: მოსკოვი (2005), ეკატერინბურგი (2006), ი. შტრაუსი "დიდი ვალსი", "ანბანი", "დილის საარი", "მატა ხარი", "მრავალხმიანობა", მოსკოვის გორდეევის თეატრი: "ადაჟიეტო", "მაკნატუნა", "დიდი ვალსი"; გასტროლები: ქ. კანი, ნიუ-იორკი; მიღებული აქვს ნიუ-იორკის ფესტივალის დიპლომი, პრიზი "ოდეონი", არის ქალაქ კანის ფესტივალის ლაურეატი. ბალეტის მოცეკვავე, დამდგმელი ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 172; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.220

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: