The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ვაშალომიძე

ვარლამ ვაშალომიძე
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 1987  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვანისქედი, ეკლესიის სასაფლაო
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვანისქედი, ოზურგეთის რაიონი.

სიმღერა ისწავლა ოჯახში; 1925 წლიდან ამეცადინებდა სასოფლო გუნდს; 1928 წელს ვარლამ სიმონიშვილმა ის მიიწვია ეთნოგრაფიულ ანსამბლში, რომელიც 1934 წელს წარმატებით გამოვიდა თბილისში გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე; 1934 წლიდან ვარლამი სათავეში ედგა სოფელ მთისპირის საკოლმეურნეო გუნდს; 1937 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე კირილე პაჭკორიას გუნდში; 1957 წლიდან მღეროდა ვლადიმერ ერქომაიშვილის ანსამბლ "შვიდკაცა"-ში; 1963 წლიდან კი მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა უხუცეს გურულ მომღერალთა ანსამბლი "დილა", რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში; ვარლამ ვაშალომიძე მღეროდა მაღალ ხმას, როგორც ანსამბლურ, ასევე ტრიოთი შესასრულებელ სიმღერებში; გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 173

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: