შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ძაძამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1948-1953წწ. იყო ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი; 1953-1956წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956-1976წწ. ონკოლოგიური დისპანსერის ქირურგი, 1977 წლიდან ონკოლოგიური ცენტრის აბდომინალური განყოფილების გამგე. 1959-1962წწ. და 1963-1965წწ. მუშაობდა ალჟირში ქ. ანაბის და ქ. სუკარასის საავადმყოფოებში ქირურგად. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვების, კუჭის, ღვიძლის სიმსივნეების დაავადებების პრობლემატიკაზე. ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ონკოლოგიური ცენტრის აბდომინალური განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქიმიური ბლასტომოგენეზის საკითხისათვის მაიმუნის ფილტვებში", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |