The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ძაძამიძე

Date of birth:15 October, 1926  (97 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1948-1953წწ. იყო ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი; 1953-1956წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956-1976წწ. ონკოლოგიური დისპანსერის ქირურგი, 1977 წლიდან ონკოლოგიური ცენტრის აბდომინალური განყოფილების გამგე. 1959-1962წწ. და 1963-1965წწ. მუშაობდა ალჟირში ქ. ანაბის და ქ. სუკარასის საავადმყოფოებში ქირურგად. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვების, კუჭის, ღვიძლის სიმსივნეების დაავადებების პრობლემატიკაზე. ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ონკოლოგიური ცენტრის აბდომინალური განყოფილების გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქიმიური ბლასტომოგენეზის საკითხისათვის მაიმუნის ფილტვებში", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.343

Member of Organizations

  • საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი

Share: