The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ლუიზა ძიძიშვილი

დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1941  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1968წწ. მუშაობდა გურჯაანის სარაიონთაშორისო საკონტროლო ლაბორატორიაში; 1968 წლიდან თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების თანამშრომელია. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბაქტერიოფაგების სელექციას, დიაგნოსტიკური პრეპერატების პრობლემებს. ხელმძღვანელობდა სადიპლომო და საკურსო სამუშაოების  შესრულებას. ფარმაცევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Shigela Jiexneri-ის ახლადგამოყოფილი შტამების ფაგოტიპირების ორიგინალური სქემა", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.343

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გენეტიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: