The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი წივწივაძე

დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს.

1993-1994წწ. მუშაობდა თბილისის რუსეთის ჯარის საოლქო ჰოსპიტალში; 1994-1997წწ. იყო სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1997 წლიდან ამავე ინსტიტუტის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის საკითხებს. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ფილტვის ცენტრალური კიბოს გულმკერდშიდა გავრცელების ხარისხის განსაზღვრაში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

გააზიარე: