შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი წივწივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1984წწ. ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა ინტერნატურის კურსი; 1984-1986წწ. იყო ხაშურის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-პედიარტი; 1986 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა სიმსივნეების თერაპიული მკურნალობის შემდგომი პათომორფოზის საკითხებზე. პათოლოგ-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდარო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ტანის კიბოს ოპერაციამდელი ოქსიპროგესტერონოთერაპიის შემდგომი მორფოლოგიური ცვლილებები", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.344 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |