The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი წილოსანი

დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1980წწ. მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ქირურგად; 1980 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტში; 1994 წლიდან არის ამერიკულ-ქართული საქველმოქმედო კორპორაცია "ექტს ჯორჯიას" პრეზიდენტი და ამავე წლიდან საქართველოს ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკვერცხეების ალოტრანსპლანტაცია მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით ქალთა დისჰორმონალური დარღვევების მკურნალობის დროს", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.345

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო სამედიცინო დახმარების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია , დირექტორატის წევრი

გააზიარე: