შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით თავხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფერსათი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი 1933 წელს. 1932-1937წწ. ლენინგრადის სატყეო აკადემიის ასპირანტი. 1937 წელს დაბრუნდა თბილისში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სატყეო ტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე. ინტენსიურად მუშაობდა ტყის სამუშაოების მექანიზაციის საკითხებზე და 1938 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი მონოგრაფია "ტყის მექანიკური მორთრევა", სადაც განხილულია ტყის ნაკვეთებიდან ხის მორების გამოტანის საკითხები (მორთრევა) და, რაც მთავარია, პირველად არის დასმული პრობლემა ტყის სამუშაოების თანამიმდევრობის ოპტიმალური ვარიანტების ძირითადი პრინციპისა და მისი გამოყენების აქტუალობაზე ხე-ტყის მრეწველობაში. 1938 წელს მიიწვიეს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი) გამოყენებითი მექანიკის და მანქანათა ნაწილების კათედრის დოცენტად; მასვე უნდა წაეკითხა მანქანების თეორიის კურსი. 1942 წლის დასაწყისში იგი დაინიშნა საქართველოს სატყეო მრეწველობის სამინისტროს ხის დამუშავების ტრესტის მმართველად. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათა ნაწილების კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კათედრის გამგის თანამდებობაზე. ის იყო საქართველოში პირველი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1946) და პროფესორი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრავალხერხიანი დაზგის ხერხების შეთანხმებული ანალიზი და ოპტიმალური განლაგების საკითხები", დაიცვა 1937 წელს (ქ. ლენინგრადი). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979. -გვ.571; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ გამოცემა: news.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |