The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თვალჭრელიძე

გიორგი თვალჭრელიძე
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1915
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1991  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1938 წელს.

1946-1981 წლებში მუშაობდა ა. თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1981-1988 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1988 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი; იგი იკვლევდა სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიურ და მეტალოგენიის საკითხებს. თავის ნაშრომებში განაზოგადა საქართველოს, კავკასიის და მთელი ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ქვეყნებში ენდოგენური მეტალოგენიისა და სასარგებლო წიაღისეულის განაწილების კანონზომიერების საკითხები. ხელმძღვანელობდა მეტალოგენიურ კვლევებს კავკასიაში, მისი თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით შედგა კავკასიის, ყირიმის, კარპატებისა და ბალკანების მეტალოგენიური რუკები. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კავკასიის მეტალოგენიური რუკის ავტორი; დაწერილი აქვს არაერთი მონოგრაფია, რომელიც მიეძღვნა მეტალოგენიის კარდინალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.  გეოლოგ-მინერალოგიური მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.673; geonecropol.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.59

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასია-ყირიმ-კარპატების პეტროგრაფიული საბჭო, თავმჯდომარე
  • მადნეული საბადოების გენეზისის საერთაშორისო ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საკავშირო აკადემიის მადანწარმოშობის საბჭოს კავკასიის ცენტრი, თავმჯდომარე
  • საკავშირო პეტროგრაფიული კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-1991)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია
  • 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: