The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ქოიავა

ვლადიმერ ქოიავა
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 2012  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ქ. აბაშა. 1943 წ. დაამთავრა აბაშის #1 საშუალო სკოლა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით 1949 წელს.

1953-2009წწ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას; კითხულობდა ლექციების კურს გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისთვის: მინერალოგიაში, კრისტალოგრაფიაში, ეკზოგენიური საბადოების გეოლოგიაში, ფაციესებსა და ფორმაციებში, გეოქიმიაში, საქართველოს არამეტალურ საბადოებში, საქართველოს დანალექ ფორმაციებში, ლითოლოგიაში; გეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისთვის: საქართველოს მინერალურ რესურსებში; გეოფიზიკური სპეციალობის სტუდენტებისთვის: სასარგებლო ნამარხთა საბადოების გეოლოგიაში, საქართველოს არამეტალური საბადოებში და ეკზოგენური საბადოების გეოლოგიაში; ქიმიკოსებისთვის - ლითოლოგიაში. 55 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სასწავლო საველე პრაქტიკას გეოლოგიაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება დაცვის გარეშე. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო შრომა და ორი სახელმძღვანელო.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია

  • მინერალოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. გეოლ. სპეც. სტუდ. (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2010. - 630გვ.
  • ლითოლოგია : სახელმძღვ. გეოლოგიის სპეც. სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988. - 590გვ.
  • ზოგადი გეოქიმიის მოკლე კურსი : სახელმძღვ. უნ-ტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1972. - 295გვ.

გააზიარე: