The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ქოიავა

ვლადიმერ ქოიავა
Date of birth:18 March, 1926
Date of death:22 November, 2012  (at 86 years)
Burial location:თბილისი
Category:Geologist, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი:  ქ. აბაშა. 1943 წ. დაამთავრა აბაშის #1 საშუალო სკოლა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით 1949 წელს.

1953-2009წწ. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას; კითხულობდა ლექციების კურს გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისთვის: მინერალოგიაში, კრისტალოგრაფიაში, ეკზოგენიური საბადოების გეოლოგიაში, ფაციესებსა და ფორმაციებში, გეოქიმიაში, საქართველოს არამეტალურ საბადოებში, საქართველოს დანალექ ფორმაციებში, ლითოლოგიაში; გეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისთვის: საქართველოს მინერალურ რესურსებში; გეოფიზიკური სპეციალობის სტუდენტებისთვის: სასარგებლო ნამარხთა საბადოების გეოლოგიაში, საქართველოს არამეტალური საბადოებში და ეკზოგენური საბადოების გეოლოგიაში; ქიმიკოსებისთვის - ლითოლოგიაში. 55 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სასწავლო საველე პრაქტიკას გეოლოგიაში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1955 წელს, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება დაცვის გარეშე. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო შრომა და ორი სახელმძღვანელო.

Awards and Honors

  • 1987 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography

  • მინერალოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. გეოლ. სპეც. სტუდ. (Editor). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2010. - 630გვ.
  • ლითოლოგია : სახელმძღვ. გეოლოგიის სპეც. სტუდენტებისათვის (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988. - 590გვ.
  • ზოგადი გეოქიმიის მოკლე კურსი : სახელმძღვ. უნ-ტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (Co-Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1972. - 295გვ.

Share: